„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019803
94
21/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
010220020.10.003.019803
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2017 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო  კომისიის შემადგენლობა

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

პეტრე კანკავა – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ნიკოლოზ გაგუა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

დავით დონდუა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ლევან ხარატიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ზაზა სოფრომაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

მარიამ რაქვიაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

დავით გვაძაბია – ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;

ზურაბ ანთაძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

თინათინ ღოღელიანი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი თუმანიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი