დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016213 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ.ა ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში (w.w.w. matsne.gov.ge 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით
“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით :
“. |
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3038,2 ათ. ლარის ოდენობით.
“. |
4.
მერვე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5997,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. |
5.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია თანდართული რედაქციით:
“. |
6.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3973.2 ათასი ლარის ოდენობით.“. |
7.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 3973,2 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 3973,2 ათასი ლარის ოდენობით.“. |
8.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 5860,6 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“. |
9.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1, 2.2.2 და 2.2.5 ქვეპუნქტების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 3439,0 ათ.ლარი (ორგანიზაციული კოდი 03 01) 2.2.2 წყლის სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია 1471,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) 2.2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები 206,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03 ).“. |
10.
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 პუნქტის 3.3 ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება 1124,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) 3.3 საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია 417,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02).“. |
11.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-4 პუნქტის 4.2.1 ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 601,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 00) 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 269,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01)“. |
12.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები