„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017287
33/ნ
01/03/2017
ვებგვერდი, 02/03/2017
430210000.22.022.017287
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №33/ნ

2017 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.10.2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების:

1.  მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მასპინძელი დაწესებულება – საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბაზაზეც ახალგაზრდა მეცნიერი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;“.

2. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროექტში შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი: მასპინძელი დაწესებულების ლაბორანტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. პროექტის შეფასების კრიტერიუმებია:

კრიტერიუმები და განმარტებები

შეუსაბამო

სუსტი

საშუალო

კარგი

ძალიან კარგი

საუკეთესო

შეფასება და კომენტარი

1. სამეცნიერო კომპონენტი

0

1

2

3

4

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 20

ქულა

1. კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე და პრობლემის ფორმულირება

2. კვლევის მიზნები და ამოცანები

3. კვლევის მეთოდოლოგია

4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება და/ან პრაქტიკული გამოყენება და კვლევის შედეგების გავრცელების (დისემინაციის) გეგმა

 

 

 

 

 

 

 

2.ახალგაზრდა მეცნიერი აპლიკანტი

 

    0

 

1

2

3

4

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 20

ქულა

1. ახალგაზრდა მეცნიერის პუბლიკაციები  

2. ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა სამეცნიერო კვლევით პროექტებში

3. ახალგაზრდა მეცნიერის კვლევის გამოცდილება (ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური) და სამეცნიერო უნარ-ჩვევების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან

 

 

 

 

 

 

 

 

3. პროექტის მენეჯმენტი და განხორციელება

0

1

2

3

4

5

მინიმუმ 0

მაქსიმუმ 15

ქულა

1. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის (ეტაპების, ვადებისა და განხორციელების გზების) შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

2. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

3. მენტორის და კვლევითი გარემოს შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან და საერთაშორისო თანამშრომლობის ხარისხი

 

 

 

 

 

 

 

 

მაქსიმუმ 55

ქულა

 

2. მე-2 კრიტერიუმის პირველი პუნქტის (ახალგაზრდა მეცნიერის პუბლიკაციები) შეფასების შედეგად მიღებული ქულა მრავლდება კოეფიციენტ 2-ზე; მაგ., ექსპერტის მიერ 3 ქულის დაწერის შემთხვევაში, განმცხადებელს ეწერება 6 ქულა.

3. 1-3 კრიტერიუმების თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 6-ქულიანი სისტემით (0-5). ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 55 ქულა.

4. შეფასების 1-3 კრიტერიუმების ქვეკრიტერიუმებში ქულების განაწილების განმარტებები:

ქულა

შეფასება

განმარტება

0

შეუსაბამო

პროექტი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან პროექტი ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

1

სუსტი

პროექტი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.

2

საშუალო

პროექტი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები, სუსტად დასაბუთებული და არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასაბუთებულია  დამაკმაყოფილებელი ხარისხით, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს კრიტერიუმს. იკვეთება ორიგინალობა და უპირატესობა, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული დახვეწა.

5

საუკეთესო

გამორჩეული, მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პროექტია, რომელიც წარმატებით პასუხობს ყველა კრიტერიუმს. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.

5. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 33 ან მეტი ქულა.

6. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ, მეორე და მესამე კრიტერიუმებში. აღნიშნულ სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა