დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.034.016626 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.034.016567) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე მეხანძრე-მაშველის/მაშველის ხელმძღვანელი ადგენს გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასების აქტს, რომელიც დგება წერილობითი ფორმით და დაერთვება მოსამსახურის პირად საქმეს. გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების, აგრეთვე სპეციალური შემოწმების უარყოფითი შედეგების გამო მეხანძრე-მაშველი/მაშველი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება თანამდებობიდან, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში გამოიცემა სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.“. 2. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, რომელსაც ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით დამატებით ეკისრება დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება, ან რომელიც გათავისუფლდა ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან და ახორციელებს მხოლოდ დროებით ფუნქცია-მოვალეობას, ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის/შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე – უნარჩუნდება თავისივე სარგო.“. 3. 55-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები