ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
22/02/2017
ვებგვერდი, 24/02/2017
010250020.35.119.016308
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2017 - 29/03/2017)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №4

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 88-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის  ანგარიშის მოსმენის თანდართული წესი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი 
ხონის  მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესი

მუხლი 1
 ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლის და   საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის  მოსმენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წევრის  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენის საკითხებს. 
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის გამგებელი და  საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 3
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.
მუხლი 4
1. მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ქვეყნდება შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშს ესწრებიან მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსები.

3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. 

მუხლი 5
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ მუნიციპალიტეტის გამგებლის და  საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშის  განხილვას.
მუხლი 6
1. საჯარო შეხვედრისას ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო/ვიდეომასალისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.

2. ანგარიშის მოსმენის შემდეგ განხილვაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება, გამოთქვან თავიანთი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ მუნიციპალიტეტის გამგებლის და     საკრებულოს წევრის საქმიანობა.

3. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები. ოქმს ხელს აწერს შეხვედრის მომწყობი პირი.

4.მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.