დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.159.016260 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 010250040.35.159.016163; 22/10/2014წ.) და:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. დანართი 1-ის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები:“. 3. დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ.ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს.“. 4. დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევის ოქმის (მკარი აღრიცხვის ფურცელი, საჯარიმო ქვითარი) გამოყენების გზით ზემოთ ხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ დადგენილი ჯარიმის დაკისრება, საამისოდ სამსახურებრივად უფლებამოსილი პირის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები