„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.159.016260
11
17/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
010250040.35.159.016260
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 17 თებერვალი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 010250040.35.159.016163; 22/10/2014წ.) და:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დანართი 1-ის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოავლინოს შემდეგი სამართალდარღვევის ფაქტები:“.

3. დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ.ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს.“.

4. დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევის ოქმის (მკარი აღრიცხვის ფურცელი, საჯარიმო ქვითარი) გამოყენების გზით ზემოთ ხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდინოს სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ დადგენილი ჯარიმის დაკისრება, საამისოდ სამსახურებრივად უფლებამოსილი პირის მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივალერ მეტრეველი