,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 25/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016424
01-8/ნ
21/02/2017
ვებგვერდი, 23/02/2017
470230000.22.035.016424
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-8/ნ

2017 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/01/2015; 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულება (დანართი 1);“.

 

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დანართი 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 1

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი)

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავების და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

დ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ვ)  პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის წარდგენა;

თ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია, ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და აღრიცხვა;

ი) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

კ) თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება;

ლ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

მ) შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა);

ნ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

ო) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

პ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დონის ანალიზი, თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლების, პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის ხელშეწყობა;

ჟ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ს) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედის:

ა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველო.

მუხლი 4. საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციები

1. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა.

2. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა.

3. საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავების და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება).

4. სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება.

5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა.

6. კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფის ორგანიზება და სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება.

7. პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა.

8. სამინისტროს მიერ დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება.

9. სამინისტროში დაგეგმილი აუდიო-ვიდეო კონფერენციების ორგანიზება და შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

10. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და მის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.

11. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში.

12. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან თანამშრომლობა.

13. სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია დონორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საკონსულოებთან, საქართველოს მისიებთან საზღვარგარეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ სამდივნოებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

14. სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია, ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა.

15. საგრანტო პროექტებზე მიღებული ინფორმაციის გავრცელება შესაბამის სამსახურებთან და მათგან დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა.

16. სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

17. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია.

18. სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების ასახვის უზრუნველყოფა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ ერთიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

19. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის წარდგენა.

20. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი სამსახურების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაცია და უზრუნველყოფა.

21. მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

22. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 5. ადამიანური რესურსების მართვის და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციები

1. ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

2. თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება დეპარტამენტის უფროსისთვის.

3. სამინისტროს თანამშრომელთა დოკუმენტაციის (წესდება, საშტატო განრიგი, სამუშაო აღწერილობები, ორგანიზაციული სტრუქტურა/ორგანოგრამა) შესწავლა, რეკომენდაციების მომზადება და განახლება შესამაბის დეპარტამენტებთან ერთად.

4. ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებელია სამინისტროს ფუნქციონირების ეფექტურობის შეფასებისთვის.

5. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გაცემული დავალებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი.

6. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების (თანამშრომლები) თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, მათ მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების/მოხსნის, ასევე შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება.

 7. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) პირადი საქმეების წარმოება და სხვა დოკუმენტაციის მართვა, საჭიროებისამებრ შესაბამისი ჩანაწერის შეტანა შრომის წიგნაკებსა და ჩანართ ფურცლებში.

8. მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წარდგინებების მომზადება.

9. სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა.

10. სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა.

11. შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად.

12. სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში სტაჟირების პროგრამის დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა.

13. სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება.

14. დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მინისტრის მიერ დასანიშნი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით და განხორციელების უზრუნველყოფა.

15. შრომითი ხელშეკრულების/შეთანხმების პროექტის მომზადება.

16. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე მოქალაქეთა წარდგენის მიზნით მასალების მომზადება და სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

17. სამინისტროს მოსამსახურეთათვის შრომითი ურთიერთობის თაობაზე კონსულტაციის გაწევა.

18. კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება (ინფორმაციის მოძიება, დამუშავება,  წერილის მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიწოდება).

19. საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაცია კანონით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით.

20. სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადება.

21. მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

22. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 6. მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების ფუნქციები და ამოცანები

მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;

ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებათა შესრულება;

გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა;

დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების საუბრის ჩანაწერებისა და თათბირების ოქმების შედგენა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ თათბირების, შეხვედრებისა და სხდომების გადაწყვეტილებებზე, ასევე, მათ მიერ გაცემული ცალკეული დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და სხვა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა.

მუხლი 7. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

5. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ან სხვა დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ, კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დოკუმენტებს;

დ) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ;

ე) იბარებს ანგარიშს დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

თ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა პრემიების, წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;

მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა–კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 9. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს.

მუხლი 11. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები

1. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“.

3. ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 4-ის:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველო;

ბ) სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო;

გ) პროგრამების მონიტორინგის სამმართველო.“;

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. პროგრამების მონიტორინგის სამმართველო

პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის სფეროში სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ბ) სოციალური მომსახურების დაგეგმვის და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამართლებრივი ბაზის ფორმირების, განახლებისა და სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.“.

4. ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 6 (ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება)  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 6

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

4. დეპარტამენტის რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

1. სამინისტროში მატერიალურად და ელექტრონულად შემოსული დოკუმენტაციის პირველადი დამუშავება, კომპეტენციის შესაბამისად განაწილება.

2. სამინისტროში მატერიალურად და ელექტრონულად (მათ შორის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ,,მოქალაქის პორტალზე“ my.gov.ge), სამინისტროს ელექტრონულ საფოსტო მისამართზე, შემოსული და სამინისტროდან გასული (შესრულებული) დოკუმენტაციის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, დაგზავნისა და საექსპედიციო საქმიანობის უზრუნველყოფა.

3. ტექნიკურად არასწორად შესრულებული დოკუმენტის შემსრულებლისათვის დაბრუნება.

4. ნორმატიული აქტების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გადაგზავნის უზრუნველყოფა.

5. დოკუმენტაციის და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების შესახებ პერიოდულად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა.

6. მინისტრის სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

7. საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა (მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების საუწყებო არქივში მიღება, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობა, საქმეთა აღწერების შედგენა, დროებითი სარგებლობისათვის მოთხოვნილი დოკუმენტების მოძიება, სათანადოდ გაფორმება, გაცემა).

8. სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება.

9. საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიება და სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემა.

10. სამინისტროს სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის, საქმისწარმოებისათვის ბეჭდებისა და შტამპების შენახვა-გამოყენების უზრუნველყოფა.

11 ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების ასლების დამოწმებისა და გაცემის უზრუნველყოფა.

12. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების უზრუნველყოფა.

13. სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სწავლება/გადამზადება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში, მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

14. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის სრულყოფისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

15. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და მის შესაბამისად შესყიდვის პროცედურათა განხორციელება.

16. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა.

17. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება (ბაზრის კვლევა), სავარაუდო ფასების განსაზღვრა.

18. სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების განსაზღვრა (გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი და კონსოლიდირებული ტენდერი) და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება.

19. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება) უზრუნველყოფა.

20. კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა.

21. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭირო შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება.

22. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშების მომზადება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა.

23. ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი მონაცემებისა და დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

24. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა.

25. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ხელმოსაწერად წარდგენა.

26. სამინისტროსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა.

27. ხელშეკრულებების მიმდინარეობის მონიტორინგი.

28. სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა სატენდერო დოკუმენტაციების შეთანხმება.

29. სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვა.

30. სამინისტროს საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.

31. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სასაწყობო მეურნეობის ფუნქციონირება.

32. სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული ფუნქციონირება, კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულების მიხედვით განაწილება და ექსპლუატაციის ხარჯების კონტროლი.

33. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება.

34. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა.

35. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი.

36. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ბეჭდის შენახვა-გამოყენების უზრუნველყოფა.

37. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადება.

38. სხვადასხვა სათათბირო ორგანოებსა და კომისიებში მონაწილეობის მიღება.

39. დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

40. თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

41. მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედის:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. საქმისწარმოების სამმართველოს აქვს სამინისტროს სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი, საქმისწარმოებისათვის ბეჭდები და შტამპები.

3. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს აქვს მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ბეჭედი.

მუხლი 4. სამმართველოების უფლებამოსილებები

1. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,პირველი“–„14“ და „37“-„41“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

2. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,15“–„28“ და „37“-„41“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

3. მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-2 მუხლის ,,29“–„36“ და „37“-„41“ პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესრულებულ კორესპონდენციებს;

გ) ახდენს ვიზირებას დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციებზე;

დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;

ე) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან/და მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას;

თ) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ლ) კურატორ ხელმძღვანელს წარუდგენს პერიოდულ (კვარტალურ და წლიურ) ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომელი.

მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტისადმი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

მუხლი 7. სამმართველოს უფროსი

1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

მუხლი 8. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები

1. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებენ და სამმართველოს უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ;

ზ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 25 თებერვლიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო