დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019800 |
|
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, №154, 31/12/2005, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან: ა) მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები; ბ) მინისტრის თანაშემწეები; გ) სამმართველოს უფროსები; დ) სამმართველოს უფროსის მოადგილეები; ე) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები; ვ) სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი) სამინისტროს აპარატის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); დ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; ვ) პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა; ზ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის წარდგენა; თ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია, ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და აღრიცხვა; ი) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება; კ) თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება; ლ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება; მ) შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა); ნ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; ო) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; პ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლების, პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის ხელშეწყობა; ჟ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა; ს) სამინისტროს აპარატის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 25 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები