„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 25/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019799
90
20/02/2017
ვებგვერდი, 21/02/2017
010320000.10.003.019799
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2017 წლის 20 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23

1. მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) მინისტრის მთავარი მრჩეველი.

3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

ბ) დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

გ) მინისტრის თანაშემწე;

დ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

ე) მინისტრის მოადგილის თანაშემწე.

4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) სპეციალისტი;

დ) დამხმარე მოსამსახურე;

ე) დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 25 თებერვლიდან.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი