დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.158.016334 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/02/2017 - 19/02/2018)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №16 დადგენილება (www.matcne.gov.ge, 22/02/2016, 200140030.35.158.016288). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
მუხლი 1
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი(შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN =IMG x ItL x Cx K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს; გ) It L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს. მუხლი 2 პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით. მუხლი 3 დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს; მუხლი 4 სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 5,472 ლარს. მუხლი 5 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები