დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის # 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016258 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,12,01,2017, №190020020.35.159.016250) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბიუჯეტის №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. |
2.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“. |
3.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
“. |
4.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
“. |
5.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
“. |
6.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება; |
ა)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
“. |
7.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
8.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდა კვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ, სოფლების – თამარისის, თაქალოს, ქუთლიარის, ბაიდარის, მუღალნოს, სადახლოს, კაჩაგანის, კაპანახჩის, ალგეთის, შაუმიანის, პირველი ქესალოს, მეორე ქესალოს, ხანჯიგაზლოს, წერაქვის, ნორგიულის, ბეგლიარის, ზემო სალარის, ზემო ყულარის, წერეთლის, აღმამედლოს, დამია–გეურახის, ახლო–ლალოს, ლეჟბადინის, ქეშალოს შიდა გზების რეაბილიტაცია, კასუმლოში საგზაო ნიშნების შემაკავებელი ბარიერების დაყენება, არაფლოში, სადგურ სადახლოში, იმირჭალაში, სიონში, სვანების დასახლებაში და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ყიზლაჯლოში სკოლის გარშემო ასფალტის დაგება, სოფელ იმირჭალას გზების რეაბილიტაცია, ცოფში ავტობუსების მოსაცდელების მოწყობა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად, სოფლებში: თამარისი – 170,8 ათ.ლარი, თაქალო – 137,2 ათ.ლარი,სადახლო – 189,6 ათ.ლარი, კაჩაგანი – 164,0 ათ.ლარი, კაპანახჩი – 161,6 ათ.ლარი, ალგეთი – 217,9 ათ.ლარი, შაუმიანი – 182,4 ათ.ლარი, პირველი ქესალო – 138,1 ათ.ლარი,მეორე ქესალო–137,7 ათ.ლარი, ქეშალო – 162,0 ათ.ლარი, ხანჯიგაზლო – 138,3 ათ.ლარი, არაფლო – 395,3 ათ.ლარი, სიონი – 50,5 ათ.ლარი, წერაქვი – 125,1 ათ.ლარი, ნორგიული – 152,0 ათ.ლარი, ბეგლიარი – 69,9 ათ.ლარი, სულ 2592,4 ათ. ლარი. 7,1 ათ. ლარი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №78 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, მიღებული ტრანსფერის ნაშთი გათვალისწინებულია სოფელ შაუმიანში ხიდის რეაბილიტაციისათვის.“. |
9.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოფლებში ბურმაში, ქვემო სარალში, კირაჩმუღალნოში, კაჩაგანში, დამიაში წყალსადენი სისტემის მოწყობა, ალგეთში, აღმამედლოში, იმირში, ხიხანში, ქეშალოში, ამბაროვკაში, თაზაქენდში და ალგეთის ღვინის ქარხანაში სასმელი წყლის რეაბილიტაცია, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად, სოფლებში: იმირი–244,2 ათ.ლარი, ბურმა–47,9 ათ.ლარი, ქვემო სარალი–172,4 ათ.ლარი, დამია–64,0 ათ.ლარი, სულ 528,5 ათ. ლარი.“. |
10.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით), ზაფხულის საშვებულებო პერიოდის (ივლისი, აგვისტო) გარდა. აგრეთვე დაგეგმილია სოფლებში ალგეთში, არაფლოში, თაქალოში, მოლა–ოღლიში, ახკერპში, საჯარო სკოლების შენობებში სკოლამდელი აღზრდის ცენტრების გახსნა.“. |
11.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები