დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 12/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №319
2004 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №154 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №51, მუხ. 414) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-3 პუნქტით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ავთანდილ ფავლენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
დავით ოსეფაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ერემია გრიგალაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის სამეურნეო საქმიანობის სპეციალისტი
ნონა კაკულია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს კონსულტანტი
მირიან მდივანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი
ნინო ყუშიტაშვილი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის მოლარე-ბუღალტერი
ავთანდილ ხარატი – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის იურისტი.
2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 17 სექტემბრისა.“.
3. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 17 სექტემბრიდან.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები