დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023130 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №214
2017 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია შპს „ტყიბული 150“-ის (კომპანიის მოქმედი დასახელება − შპს „სიპაუერი“) მიერსაქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ტყიბული 150“-ს შორის 2015 წლის 16 ოქტომბერს დადებული განხორციელების ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის შესაბამისად, ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის/რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ნებართვის მოპოვებისა და 2016 წლის 30 სექტემბრამდე მშენებლობის დაწყებისშესახებ.
2. შპს „ტყიბული 150“-ს შესრულებულად ჩაეთვალოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული განხორციელების ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები