დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016359 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016; 190020020.35.148.016353) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11,873.4 (თერთმეტი მილიონ რვაას სამოცდაცამეტი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4,986.0 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5,236.0 (ხუთი მილიონ ორას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250.0 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
“; ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 2,424.6 (ორი მილიონ ოთხას ოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.“; ზ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 2,578.5 (ორი მილიონ ხუთას სამოცდთვამეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2,578.5 (ორი მილიონ ხუთას სამოცდთვამეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“; თ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ა.გ) სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთება (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გზებისა და ხიდების მდგომარეობის შენარჩუნების გამო მოხდება სასოფლო გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია და კონტროლი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სატრანსპორტო კომუნიკაციის მოწესრიგება; ბაზრებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.“; ი) დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდება სოფლებში გარე განათების დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება. ასევე, მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში, სადაც დღემდე არ ხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალური ელექტროენერგიის სისტემები. მუნიცპალიტეტის გარე განათებით უზრუნველყოფილ სოფლებს ეტაპობრივად მიემატება ამ სისტემის გარეშე დარჩენილი სოფლებიც. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: განათებული სოფლის გზები; ღამის საათებში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება.“; კ) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები