საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023125
  • Word
205
09/02/2017
ვებგვერდი, 21/02/2017
000000000.00.003.023125
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 205

2017 წლის 9 თებერვალი

. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქართველ მკვლევართა და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს: ScienceDirect® online-ის, Scopus® online-ის, SciVal Funding™-ის, Expert Lookup-ისა და Mendeley Institutional Edition-ის სახელმწიფო შესყიდვა   2017-2018 წლების განმავლობაში.

2. ScienceDirect® online-ით, Scopus® online-ითა და Mendeley Institutional Edition-ით სარგებლობის უფლება, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა, ასევე განესაზღვროს:

ა) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ბ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს;

გ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

დ) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ე) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს;

ვ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ზ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

თ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

ი) სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს;

კ) სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს;

ლ) სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის   ცენტრს;

მ) სსიპ – საქართველოს   მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;

ნ) სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;

ო) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს;

პ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს;

ჟ) სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს;

რ) სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას;

ს) სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას;

ტ) სსიპ – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს;

უ) სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს;

ფ) სსიპ – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის   ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს.

 

პრემიერ -მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი