დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.103.016224 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.103.016187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: |
ა)
პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება მოხდეს შეტყობინების, მიღება-ჩაბარების აქტის, ქვითრის ან ხელშეკრულების საფუძველზე, რომლებიც მომზადდება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ხელმძღვანელი პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური ან თხევადი ნარჩენი. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება, პირის მიერ ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ადგილზე შედგეს შესაბამისი ოქმი.“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გადასახადის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05% -ის ოდენობით.“; |
გ)
მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გადასახადის გადახდა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე 200122900, სახაზინო კოდი 300413189, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.”; |
დ)
მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს; |
ე)
მე-3 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და მე-9 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,8. მოსახლეობაში გადასახადი დაწესდეს ნაგვის კონტეინერიდან არაუმეტეს 100 მეტრის მანძილზე მდებარე კომლებისათვის. 9. სამშენებლო ნარჩენზე მომსახურეობის ტარიფი განისაზღვროს გადაზიდული ნარჩენების რაოდენობით დაბის ტერიტორიაზე 1მ/კუბ ნარჩენზე 10 ლარი, განთავსების გადასახადი 1მ/კუბ. ნარჩენზე – 5 ლარი.“. |
2.
დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:
,,დანართი №2
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M =N x C x k :12 მაგ. M = 0,04 x 10 x 1:12 M = 0.03 (1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე) შესაბამისად: M ანუ მიღებული გამრავლდება დაკავებულ ფართზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე (ადგილი,საწოლი,მოსწავლე). M – არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბამეტრი) წელიწადში 1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე თვეში. N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში. C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება. K – დაკავებული ფართი ან მომხმარებელთა რაოდენობა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები