საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023119
199
09/02/2017
ვებგვერდი, 20/02/2017
000000000.00.003.023119
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №199

2017 წლის 9 თებერვალი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევის, აგრეთვე აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ხსენებულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს პროკურატურას გამოუყოს 512 000 (ხუთას თორმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ - მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი