ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის“ თაობაზე

  • Word
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის“ თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023117
  • Word
197
09/02/2017
ვებგვერდი, 20/02/2017
000000000.00.003.023117
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის“ თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №197

2017 წლის 9 თებერვალი

. თბილისი

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელებული „მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების  პროექტის“ თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის“ განხორციელების მიზნით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2010 წლის 26 მარტს ხელმოწერილი „ფინანსური ხელშეკრულების“ ფარგლებში გაფორმებული „საპროექტო ხელშეკრულების“ 6.03 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო „ფინანსური ხელშეკრულების“ 10.01 (ბ) (ა) მუხლითა და საპროექტო ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ EIB-ის მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წერილს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2010 წლის 26 მარტს ხელმოწერილი „ფინანსური ხელშეკრულების“ ფარგლებში გაფორმებული „საპროექტო ხელშეკრულების“ 6.03 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო „ფინანსური ხელშეკრულების“ 10.01 (ბ) (ა) მუხლითა და „საპროექტო ხელშეკრულების“ მე-8 მუხლით გათვალისწინებულ EIB-ის მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის დადასტურების შესახებ.

 

პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი