,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016221
3
17/02/2017
ვებგვერდი, 21/02/2017
010260020.35.103.016221
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 17 თებერვალი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016126) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: 
1. პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში სამსახური)არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას; მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციას; გამგეობის თანამდებობის პირებისა და სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობას და მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველთვიური გაზეთის გამოცემას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა თვითმმართველობებთან, არასამთავრებო  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან. გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს გამგეობის ოფიციალურ ღონისძიებებს.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) იურიდიული განყოფილება;

დ) წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინაციის განყოფილება;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება.“.

3. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე