სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023102
  • Word
263
15/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
000000000.00.003.023102
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №263

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 თებერვლის №5/6465 გადაწყვეტილება ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე (ყოფილი ფოსტის მოპირდაპირედ) მდებარე 207.00 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1-ისა და №2-ის (პასაჟი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №29.08.34.118) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                        გიორგი კვირიკაშვილი