დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023095 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №192
2017 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულია ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდი, სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, 2017 წლის განმავლობაში, განახორციელოს ქ. თბილისში, პ. ინგოროყვას ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და უძრავი ქონების მომსახურებისათვის სხვა საჭირო ხარჯები) დაფარვა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები