დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023104 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №189
2017 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა“.
2. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულობა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები