ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023101
  • Word
259
15/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
000000000.00.003.023101
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №259

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. მიეცეს უფლება ლენტეხის მუნიციპალიტეტს „ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის №970 განკარგულების „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი, 38 700 (ოცდათვრამეტი ათას შვიდასი) ლარი, მიმართოს 2017 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ლენტეხის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                        გიორგი კვირიკაშვილი