დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023097 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №253
2017 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ-საარჩევნოსისტემების განვითარების,რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ − 920 ერთეულით (მათ შორის, აპარატისთვის − 220 ერთეულით, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის − 700 ერთეულით), ხოლო სსიპ − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა − 250 ერთეულით.
2. „საქართველოს2017წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“საქართველოსკანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არა უმეტეს 35%-ისა.
პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები