დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023096 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №252
2017 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე და მიეცეს თანხმობა სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა (2017 წლის 1 მარტიდან) განსაზღვროს არაუმეტეს 21 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები