საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023092
  • Word
250
15/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
000000000.00.003.023092
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №250

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მიმართ დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 160 ერთეულით;

ბ) სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 70 ერთეულით;

გ) სსიპ − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ერთდროულად გააფორმოს არაუმეტეს 41 შტატგარეშე მომუშავესთან.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ივლისის №1427 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის პირველი მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი