დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023084 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №186
2017 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები