დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023080 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №184
2017 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეთანხმებულ იქნეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის პირველი თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები