,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016390
4
17/02/2017
ვებგვერდი, 20/02/2017
190020020.35.162.016390
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2017 წლის 17 თებერვალი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის  2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 190020020.35.162.016388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“:

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი