დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (საბჭო) საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023079 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №183
2017 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (საბჭო) საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (საბჭო) საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1391 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| გენადი არველაძე |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) ხელმძღვანელი;
|
| ნოდარ კერესელიძე |
| საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| დავით ჯალაღანია |
| საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| ნიკოლოზ გოგილიძე |
| სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − საქპატენტის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| სოფიო მუჯირი |
| სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| ალექსანდრე ონოფრიშვილი ნინო ჩიქოვანი |
| შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; − |
| ალექსანდრე ხვთისიაშვილი |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| ნანა შავიძე |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი/მდივანი;
|
| კონსტანტინე მდინარაძე |
| სსიპ − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| ომარ კაჭარავა |
| საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი;
|
| დავით კარანაძე |
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის (საბჭოს) წევრი.“. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები