დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023078 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №182
2017 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ
„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს ქალაქ სიღნაღში, ე. ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე 17კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თანდართული კოორდინატების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები