დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023068 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №177
2017 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე
1. სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) (შემდგომში − შეთანხმება) ქვეყანაში იმპლემენტაციის მიზნით, შეთანხმებასთან მიმართებით ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და დაევალოს ქვეყნის ტერიტორიაზე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით, 2 თვის ვადაში შეიმუშაოს სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები