„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023061
  • Word
234
09/02/2017
ვებგვერდი, 21/02/2017
000000000.00.003.023061
„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №234

2017 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამონაკლისის დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1426 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) 2016-2018 წლებში უზრუნველყოს ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება 2017 წელს განხორციელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2018 წელს - შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი