დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტებისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023056 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №229
2017 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტებისათვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2016 წლის 12 ივლისს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანებისა და მყარი ნარჩენების კონტეინერების მიღების მიზნით, მიეცეთ თანხმობა მუნიციპალიტეტებს, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღონ სესხი არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტი − 617 928 (ექვსას ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდარვა) ლარი;
ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტი − 521 814 (ხუთას ოცდაერთი ათას რვაას თოთხმეტი) ლარი;
გ) მარტვილის მუნიციპალიტეტი − 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;
დ) მესტიის მუნიციპალიტეტი − 652 928 (ექვსას ორმოცდათორმეტი ათას ცხრაას ოცდარვა) ლარი;
ე) საჩხერის მუნიციპალიტეტი − 617 928 (ექვსას ჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდარვა) ლარი;
ვ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი − 428 643 (ოთხას ოცდარვა ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი;
ზ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი − 726 447 (შვიდას ოცდაექვსი ათას ოთხას ორმოცდაშვიდი) ლარი;
თ) ქობულეთის მუნიციპალიტეტი − 247 456 (ორას ორმოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდათექვსმეტი) ლარი;
ი) ცაგერის მუნიციპალიტეტი − 463 643 (ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები