დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „მენესო ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023052 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №226
2017 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „მენესო ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „მენესო ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი „მენესო ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები