დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − მწერალთა სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023050 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №224
2017 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ − მწერალთა სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – მწერალთა სახლმა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოსაქვეყნებელი ლიტერატურული ნაწარმოებების (პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ესეები, თარგმანები, მოგონებები და ა.შ.) მიწოდების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა, ჯამში 19 200 ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები