დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016221 |
|
„კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 17/06/2014; სარეგისტრაციო კოდი: 220020000.18.011.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
„2. ადმინისტრატორის თანამდებობაზე დასანიშნი პირი ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და შემდეგ მოთხოვნებს: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აუდიტის კომიტეტის წევრს, დირექტორატის წევრს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით/სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად; ბ) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა გამოცდილებისა და უნარის ერთობლიობას, რაც შეესაბამება ბანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას; გ) ბანკის დირექტორატის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 4 წლის სტაჟი, მათგან ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის 2 წლის სტაჟი; დ) დასანიშნი პირი – დირექტორი არ უნდა იყოს ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან აუდიტის კომიტეტის წევრი ან/და სხვა კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან/და სხვა საწარმოს ადმინისტრატორი; ე) დასანიშნი პირი – დირექტორი ან სხვა აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ადმინისტრატორი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს პირის დანიშვნიდან არაუმეტეს 7 თვის ვადაში; ვ) დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წევრი არ უნდა იყოს ამავე ბანკის დირექტორატის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის I და II რიგის მემკვიდრე;“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბანკის ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ ბანკის მიერ ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) დასანიშნი ადმინისტრატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წერილობით განცხადებას, რომ მათ მიერ შემოწმებულია ადმინისტრატორის შესახებ არსებული ინფორმაცია, იგი აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და რომ მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი; ბ) ადმინისტრატორის წერილობით განცხადებას, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი; გ) ადმინისტრატორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; დ) ინფორმაციას ბანკის ადმინისტრატორის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (პირადი რეზიუმე); ე) ინფორმაციას ადმინისტრატორის ვალების შესახებ; ვ) 2 სარეკომენდაციო წერილს (გაცემულს იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა დასანიშნი პირი); ზ) ცნობას ნასამართლობის შესახებ რეზიდენტი პირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო არარეზიდენტი პირებისათვის შესაბამისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, ლეგალიზებულს ან აპოსტილით დამოწმებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ადმინისტრატორის შემთხვევაში, დასანიშნი ადმინისტრატორის სამუშაო აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.”; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას დედნების ან მათი სანოტარო წესით, აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლების სახით.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბანკმა ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოქმედი ადმინისტრატორების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოდგენილი ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მოქმედი ადმინისტრატორების ვალების შესახებ და წარმოდგენილი უნდა იყოს 31 იანვრამდე.“. 4. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრატორის დასანიშნად ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტები, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ პერიოდში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება და განახლდება ბანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე. ბანკის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვება ნიშნავს ეროვნული ბანკის ავტომატურ უარს ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევებში ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან გაუქმდება.“. 5. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: „მუხლი 5. გარდამავალი დებულება „ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა მის ძალაში შესვლამდე უკვე არსებული დირექტორებისა და სხვა აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ადმინისტრატორების მიერ დაკმაყოფილდეს 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები