დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016220 |
|
„კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/06/2014; სარეგისტრაციო კოდი: 220020000.18.011.016138) შეტანილ იქნეს ცვლილება შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის“: ა) მე-4 მუხლის: ა.ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ა.ბ) მე-7-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ერთი კომერციული ბანკის მიერ მეორე კომერციული ბანკის მიერთებისას ვრცელდება კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. დამატებით, კომერციული ბანკის მიერთებაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად განცხადებას უნდა დაერთოს: ა) კომერციული ბანკების საერთო კრების გადაწყვეტილება მიერთების თაობაზე; ბ) ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებები) პროექტებს ერთი ბანკის მიერთებისას მეორეზე. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განხილვის შემდგომ არაუგვიანეს ერთი თვისა ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს ბანკს. 9. ბანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიერთებული კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო იმ კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რომელმაც მიიერთა მეორე – უცვლელი რჩება. 10. კომერციული ბანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე კომერციულ ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული ბანკების წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს ამ წესისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები