„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 09/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.05.002.003
  • Word
310
03/08/2004
სსმ, 82, 09/08/2004
130.010.000.05.002.003
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №310

2004 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს  სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004  წლის 1 მარტის  №74 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №22, მუხ. 207) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-18 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და საკუთარი უსაფრთხოების დეპარტამენტი;“.

2. მე-18 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი).“.

3. დებულების 21-ე პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და საკუთარი უსაფრთხოების დეპარტამენტი შეისწავლის სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის პრაქტიკას, სამინისტროს ორგანიზაციულ მუშაობასა და საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;“.

4. 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრირების სისტემაში არსებულ დარღვევებზე და ნაკლოვანებებზე, სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტებზე რეაგირებას, ინსპექციის საქმიანობის მონიტორინგს და, მისი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას.“.

მ. სააკაშვილი