დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მარტის N2-57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.032.016220 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მარტის №2-57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 6 მარტის №2-57 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/03/2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016181) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის“ პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ბ) სპეციალობით არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; ე) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. მუხლი 2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ბ) სპეციალობით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; ე) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. მუხლი 3 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით; ბ) სპეციალობით არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; დ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა. მუხლი 4 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტი), ეკონომიკის ან/და დარგთან კავშირში მყოფი სხვა სპეციალობით; ბ) სასურველია სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) სამუშაო დონეზე ცოდნა; დ) სავალდებულოა საოფისე პროგრამების - MS Word, Excel, Power point, Outlook სამუშაო დონეზე ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები