„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“

  • Word
„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 09/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.05.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
309
03/08/2004
სსმ, 82, 09/08/2004
100.020.020.05.002.003
„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/08/2004 - 17/12/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №309

2004 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე

 „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა (შემდგომში – უფლე­ბამოსილი პირები) ნუსხა დანართის შესაბამისად.

2. უფლებამოსილ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვ­ლის უფლება ენიჭებათ თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს ეძლევათ უფლება სამუშაო საათებში შევიდნენ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, გაეცნონ იქ არსებულ მდგომარეობას, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დოკუმეტაციას (გარდა კანონმდებლობის თანახმად საიდუმ­ლოდ ცნობილი დოკუმენტისა), პირისპირ შეხვდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის თანხმობით, უფლებამოსილ პირებს აღნიშნული უფლება ეძლევათ არასამუშაო საათებშიც.

4. თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირები დაუყოვნებლივ აწვდიან ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს.

 5. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ამ დაწესებუ­ლების ადმინისტრაცია.

6. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში დაუბრკოლებლად შეუშვას იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

7. უფლებამოსილი პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსე­ბული მდგომარეობისა და მათ მიერ ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აწვდიან საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ხოლო 6 თვეში ერთხელ – საქართველოს პრეზიდენტს.

მ. სააკაშვილი

 

დანართი

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა

თინათინ ხიდაშელი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ლევან რამიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტი

აკაკი მინაშვილი – თავისუფლების ინსტიტუტი

ანი დოლიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ბესო აბაშიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

გივი მიქანაძე – კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი

ემილ ადელხანოვი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

მარიამ ჯიშკარიანი – წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

ნინო მახაშვილი – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

დათო ტურაშვილი – მწერალი

მამუკა ხერხეულიძე – მწერალი

ლაშა ბუღაძე – მწერალი

გიორგი ბაბუნაშვილი – მომღერალი

თეა თუთბერიძე – ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“

გიორგი მელაძე – თავისუფლების ინსტიტუტი

სოზარ სუბარი – თავისუფლების ინსტიტუტი

ირინა ცინცაძე – სამოქალაქო განათლების ცენტრი „ალტერნატივა“

რამაზ აფციაური – გაეროს ასოციაცია

ვაჟა სალამაძე – სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი

პაატა ზაქარეიშვილი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

ქეთევან ქამაშიძე – ორგანიზაცია 42-ე მუხლი