დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 10/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისუმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების
შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის №5 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge), 09.12.2016) III პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ III. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია:
1. ვლადიმერ მგალობლიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“
2. დავით თედორაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“
3. მერაბ კარანაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“
4. ცოტნე ანანიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“
5. გიორგი ცინცქილაძე – დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრი“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე
ჩაქვი,
2017 წლის 10 თებერვალი
№25-უ.ს.რ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები