დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (190040000.35.150.016109) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.150.016112 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (190040000.35.150.016109) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 12.01.2017; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.150.016109) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეექვსე, მეშვიდე და მერვე პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:”
|
2.
პირველი თავის პირველ მუხლში – „ოჯახებისა და ბავშვების დახმარება“ – მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადებისა და დევნილის მოწმობების ქსეროასლები“.
|
3.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტი – „4. ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ატარებს დევნილი მშობლის გვარს“
– ამოღებული იქნას მთლიანად.
|
4.
ამავე თავის მეორე მუხლში – „გარდაცვლილთა ოჯახის დახმარება“ – მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაცვლილ პირთან მისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რწმუნებულის შესაბამისი ცნობა“.
|
5.
ამავე თავის მესამე მუხლს
– „მუხლი 3. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება“ მე-3 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი
– „ზ) სამკურნალო მასაჟი და მეტყველების თერაპიის მკურნალობა დაფინანსდეს მძიმე დაავადების შედეგების რეაბილიტაციისას და განისაზღვროს ერთი პაციენტისათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით .“.
|
6.
ამავე თავის მე-4 მუხლში
– „ასი და მეტი წლის ასაკის მოქალაქეთა დახმარება“
– მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. აღნიშნული დახმარების მისაღებად ხანდაზმულმა მოქალაქემ ან ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:“.
|
7.
მეათე მუხლიდან – „პროგრამის შეზღუდვის სფერო“ – პირველი პუნქტი – ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ დევნილობის არმქონე “ და მთლიანად მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. პროგრამის შეზღუდვის სფერო: პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, მშობიარობაზე (მ.შ. საკეისრო კვეთა), ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მ.შ. იმ პროცედურაზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას), გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით: სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), მედიკამენტებზე, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ინტოქსიკაციის მომსახურებაზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები