დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.019792 |
|
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 470230000.10.003.019741) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მშენებარე ობიექტების გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა და კომუნალური მომსახურების ხარჯები;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 12 154.1 ათასი ლარით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები