დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019793 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 54, 25/05/2004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; ბ) პრესღონისძიებების, კერძოდ, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება; გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; დ) კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ე) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება; ვ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 2. მე-6 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზოგადი განათლების საფეხურებზე განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;“; ბ) „მ-უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-7 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1-ო11“ ქვეპუნქტები: „ო1) სკოლამდელი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა; ო2) სკოლამდელი განათლების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ო3) სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირება და მხარდაჭერა, განათლების კომპონენტი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო4) სკოლამდელი განათლების განვითარების მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება/განხორციელება; ო5) სკოლამდელი განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების გატარება; ო6) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავება, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება/განვითარება; ო7) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შეთანხმება; ო8) ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის ხელის შეწყობა; ო9) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო მეთოდოლოგიური რესურსების მომზადება და ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ო10) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შემუშავება, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ო11) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები