„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019795
86
15/02/2017
ვებგვერდი, 16/02/2017
010220020.10.003.019795
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2013, 010220020.10.003.017424) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

 ზურაბ ალავიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.

 ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე.

 კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 პეტრე კანკავა – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი.

 პაპუნა შენგელაია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 ზაალ კაპანაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 გიორგი ხანიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

 თეიმურაზ მღებრიშვილი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

დავით დონდუა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

ლევან ხარატიშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

ლია გიგაური –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი.

რევაზ ჯაველიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

ეკატერინე სისაური – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი.

შალვა ენუქიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი.

ავთანდილ თალაკვაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

გიორგი თუმანიშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.

ოთარ კონჯარია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი