დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.019796 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსის მოადგილე; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დეპარტამენტის უფროსი.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამმართველოს უფროსი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამსახურის უფროსი; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი; ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი მრჩეველი; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ბუღალტერი; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი სპეციალისტი; ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსულტანტი.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი სპეციალისტი; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციალისტი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მდივან-რეფერენტი; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მდივანი; ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის რეფერენტი; ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქსელის ადმინისტრატორი; ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახურის ცვლის უფროსი; თ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური; ი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურე − სტაჟიორი; კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურე − ტექნიკური მუშაკი; ლ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურე − მძღოლი; მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამხმარე მოსამსახურე − დამლაგებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები