დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 308 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 03/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.060.05.002.003042 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №308
2004 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №19(26), მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 64 მოსამართლით.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგია – 7 მოსამართლის შემადგენლობით;“;
გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია – 9 მოსამართლის შემადგენლობით;“;
დ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საგამოძიებო კოლეგია – 6 მოსამართლის შემადგენლობით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები