,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016159
01-24
15/02/2017
ვებგვერდი, 15/02/2017
010320040.22.030.016159
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-24

2017 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს     საგარეო     საქმეთა     სამინისტროს     სისტემის     მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის   2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ.815) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. კონკურსთან/ატესტაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

კონკურსთან/ატესტაციასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“;

დ) მე-6 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიისაგან დამოუკიდებლად იქმნება საპრეტენზიო კომისია მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა.

11. ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, წერით გამოცდასთან/ტესტირებასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა შესაძლებელია უზრუნველყოს წერითი გამოცდის/ტესტირების ჩამტარებელი ორგანიზაციის საპრეტენზიო კომისიამ, მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საპრეტენზიო კომისიაში პრეტენზიების (განცხადებების) წარდგენა წარმოებს გამოსაცდელის მიერ კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

13. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

ზ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;

ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირისათვის წაყენებულ სავალდებულო მოთხოვნებს  (სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები), დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ყოველი კონკრეტული კონკურსისას ადგენს მინისტრი სამართლებრივი აქტით;

გ) შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს;

დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ე) კომისიის მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ვ) წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ზ) მონაცემებს კონკურსის ჩატარების ეტაპებების შესახებ.“;

თ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) დადგენილ ვადებში კანდიდატთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებასა და შენახვას;

ბ) წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან;

გ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

დ) კონკურსში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებას და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით;

ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის ან/და საპრეტენზიო კომისიისათვის კანდიდატების საგამოცდო ტესტებისა და ნამუშევრების გადაცემას და შენახვას;

ვ) ტესტური და წერითი ნამუშევრების გასწორებისთვის საჭირო ორგანიზაციულ საკითხებს;

ზ) კანდიდატთა ტესტირებისა და წერითი გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;

თ) გამოსაცდელის მხრიდან წესების დარღვევის ფაქტების დაფიქსირებას და იღებს შესაბამის ზომებს კანდიდატის ან მოსამსახურის გამოცდიდან მოხსნის შესახებ;

ი) გასაუბრებაში მონაწილე თითოეული კანდიდატის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალის დამუშავებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის წარდგენას;

კ) კონკურსის ყოველი ეტაპის დამთავრებიდან 3 სამუშაო  დღის ვადაში კანდიდატის ინფორმირებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ;

ლ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.“;

ი) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,11. კონკურსში   მონაწილეობის   მისაღებად   კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს/სამდივნოს უნდა წარუდგინოს: 

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია/CV;

დ) უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

კ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის, აგრეთვე  დაგვიანების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება.“;

ლ) V, VI, და VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი V

ტესტირება

 

მუხლი 23. ტესტირების ჩატარების წესი

1. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების (შემდგომში – ტესტი) ფორმით.

2. ტესტირება ტარდება წინასწარ დამტკიცებული საკონკურსო-საატესტაციო პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი და იგი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე.

მუხლი 24. საკონკურსო-საატესტაციო ტესტი, ტესტის შეფასება

1. ტესტებში კითხვების რაოდენობა, ასევე აუცილებელ ქულათა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველი კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისას. 

2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).

3. დადებითი შეფასების მიღებისას გამოსაცდელი დაიშვება მომდევნო ეტაპზე. 

მუხლი 25. სავალდებულო ინსტრუქტაჟი

ტესტური გამოცდის დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი/ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს და აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, ასევე სხვა პროცედურული საკითხები.

მუხლი 26. ტესტირებაზე გამოცხადება, გამოუცხადებლობის შედეგები

1. ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომლის შესახებ ინფორმაციაც მიღებული აქვს განაცხადში მის მიერ მითითებულ მეილზე.

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე დაგვიანებით გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების მსვლელობისას გამოსაცდელის განცხადება ტესტირებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ წარმოადგენს ტესტირების უარყოფითად შეფასების საფუძველს.

მუხლი 27. ტესტირების შედეგების შემოწმება

1. ტესტების პასუხები მოწმდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის/ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის/მოწვეული სპეციალისტის მიერ კომისიის წევრის თანდასწრებით/კომპიუტერის ან სხვა საშუალების მეშვეობით.

2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ისე გამომცდელის ანონიმურობა, გამომცდელისათვის უცნობია, თუ ვის ტესტს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.

3. ტესტირების დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა საკონკურსო-საატესტაციო კომისია აქვეყნებს ტესტირების შედეგებს.

თავი VI

წერითი გამოცდა

 

მუხლი 28. წერითი გამოცდა

1. წერითი გამოცდის მიზანია:

ა) ქართული ენის ცოდნის, ამ ენაზე ინფორმაციის/მოსაზრებების თანამიმდევრულად გადმოცემის, ფაქტებით გამყარებული/დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობის,  ზოგადი ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გამოვლენა;

ბ) უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე სხვადასხვა თემებზე დეტალური, მკაფიო, კარგად ჩამოყალიბებული შინაარსის ინფორმაციის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის გამოვლენა.

 2. წერითი გამოცდის ეტაპებს,  ქულათა მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობებს, ასევე თითოეულ ეტაპზე დადებითი შეფასებისათვის უცხო ენის ცოდნის დონეს ან/და საჭირო ქულათა რაოდენობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი ყოველი კონკურსის გამოცხადებისას.

3. გამოსაცდელი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს უცხო ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, თავისუფლდება შესაბამისი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებისაგან, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ წერითი გამოცდის ეტაპი მოიცავს ორი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულებას, გამოსაცდელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, წერით გამოცდას ჩააბარებს მის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ მეორე უცხო ენაში.

5. თუ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობას იღებს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი, მასზე არ ვრცელდება წერითი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარებული აქვს სამინისტროს მიერ ორგანიზებული წერითი გამოცდა/წარმოდგენილ აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი.

6. წერითი გამოცდის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული დადებითი შეფასების მიხედვით, გამოსაცდელი დაიშვება გამოცდის მომდევნო ეტაპზე.

7. მინისტრის გადაწყვეტილებით, წერითი გამოცდის, ასევე ტესტირების ჩატარება შესაძლებელია უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შერჩეულმა შესაბამისმა ორგანიზაციამ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარების, შეფასების, აგრეთვე წერითი გამოცდის/ტესტირების ჩატარებისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ შერჩეული შესაბამისი ორგანიზაცია.

მუხლი 29. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი

წერითი გამოცდის დაწყებამდე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ან/და ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელს, უხსნის მას ტექნიკურ საკითხებსა და წერითი გამოცდის ჩატარების წესს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

მუხლი 30. წერითი ნამუშევრის გასწორება

წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება ანონიმურად: გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.

თავი VII

გასაუბრება

 

მუხლი 31. გასაუბრება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება

1. გასაუბრება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის და/ან მოსამსახურის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური და/ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.

2. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო და/ან ვიდეო ჩანაწერებში.

3. გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლით დადგენილი წესის ან ქულათა სისტემის შესაბამისად.

4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასების სისტემას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყოველი კონკურსის ჩატარებისას.

მუხლი 32. გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელთა განხილვისა და შეფასების წესი

1. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე/კენჭისყრის შედეგებზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით დადგენილია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გამოსაცდელის შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენება, გამოსაცდელთა მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს,  კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების  წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-5 მუხლით.

3. ატესტაციის დროს გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და ეცნობა მის დახასიათებას, მოსამსახურე პასუხობს კომისიის წევრების შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. გასაუბრება მოსამსახურისათვის ტარდება იმ სტრუქტურული ერთეულის (ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის დასწრებით, სადაც მოსამსახურე მუშაობს.

5. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ისმენს და ითვალისწინებს მოსამსახურის ხელმძღვანელის დახასიათებას.“.

2. ბრძანების 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე